ლიტარეა

"ლიტარეა" #2 - ანა კორძაია-სამადაშვილი

გიორგი კეკელიძე განაგრძობს პრემია "საბას" ლაურეატებთან საუბარს. ამჯერად "ლიტარეას" სტუმარია ანა კორძაია-სამადაშვილი. 

 

 

"ლიტარეა" #3 - დათო ტურაშვილი

გიორგი კეკელიძე და დათო ტურაშვილი საუბრობენ ეროვნულ სტადიონზე ფეხბურთის, როგორც კულტურული მოვლენის, გარშემო.

 

"ლიტარეა" #3-ის გადაღებას, არტარეას მოწვევით, შოთა და არჩილ არველაძეებიც ესწრებოდნენ.

 

დათო ტურაშვილი >> "საბა" ელექტრონული წიგნების სახლი

 

 

"ლიტარეა" #4 - ბესიკ ხარანაული

გიორგი კეკელიძე მწერალ ბესიკ ხარანაულს ეწვია სტუმრად. 

 

საუბარი სოფელი სხლოვანში, ვაჟა ფშაველას დედის ნასახლარზე ჩაიწერა.

 

ბესიკ ხარანაული >> "საბა" ელექტრონული წიგნების სახლი

 

"ლიტარეა" #5 - ზვიად რატიანი

"ლიტარეა" #6 - შოთა იათაშვილი

შოთა იათაშვილი და მაია სარიშვილი გიორგი კეკელიძის ვიდეობლოგში "ლიტარეა". დიალოგი არაკლასიკური სახით - ო.ჰენრის მოთხრობების სათაურისა და ამონარიდების მიხედვით.

 

"ლიტარეა" #7 - ლევან ბრეგაძე

"ვეფხისტყაოსნის" საბჭოთა იუბილეს მასალები: ჟურნალ "ნიანგის" კარიკატურები, საჭადრაკო ამოცანები, საფოსტო მარკები და სხვა ნიმუშები, რასაც პირველად ნახავთ ვიდეობლოგში "ლიტარეა". 

 
გიორგი კეკელიძის სტუმარია ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი, ლიტერატურული პრემია "საბას" სამგზის გამარჯვებული ლევან ბრეგაძე. 

 

ლევან ბრეგაძე >>> "საბა" ელექტრონული წიგნების სახლი

 

 

 

"ლიტარეა" #8

საინტერესო დეტალები ქართველი მწერლისა და მთარგმნელის ივანე მაჩაბლის ცხოვრებიდან.

 

 

''ლიტარეა" #9 - ზურაბ კიკნაძე

გიორგი კეკელიძის სტუმარია ქართველი ფოლკლორისტი და ისტორიკოსი ზურაბ კიკნაძე. 

 

 

"ლიტარეა" #10 - საახალწლო ლიტერატურა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები წარმოგვიდგენენ წიგნებს, რომლებიც დაკავშირებულია ახალ წელთან.

 

 

"ლიტარეა" #11 - გივი ალხაზიშვილი

გიორგი კეკელიძის სტუმარია "საბას" გამარჯვებული და არაერთი სხვა პრემიის ლაურეატი, გივი ალხაზიშვილი, რომელიც საუბრობს არა მხოლოდ პოეზიაზე, არამედ სხვა ჟანრებზეც, რომელშიც მას უცდია კალამი. საუბარი ასევე გაიმართა ქართული ლიტერატურული ცხოვრების წარსულსა და აწმყოზე.

 
"ლიტარეას" მასპინძლობს ახლად გახსნილი ლიტერატურული კაფე "წიგნის სახლი ბახტრიონზე".
 
 

"ლიტარეა" #12 - ქართული რეკლამის ისტორია

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლების ექსკურსია ქართული რეკლამის ისტორიაში - მე-19 საუკუნის ჟურნალ-გაზეთებიდან მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე.