თიბისი ბანკი წარმოგიდგენთ

"თიბისი ბანკი წარმოგიდგენთ" #1

"თიბისი ბანკი წარმოგიდგენთ" #2

მინდია მიდელაშვილი საუბრობს საკუთარ ნამუშევრებზე და პატარა მასტერკლასსაც გვთავაზობს. ნახეთ როგორ იქმნება მზით ნაბეჭდი ფოტოები.

 

წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 26.05.2012

ლიტერატურული პრემია „საბას" ფინალისტების დასახელება ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი".

 

 

 

ფილმი აპრილის თვეზე - Making Of

თიბისი ბანკის კინოპროექტი 20/12

 

მხატვრულ ფილმი, რომელშიც გაერთიანებული იქნება 12 დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი წელიწადის 12 თვეზე.

 

აპრილის თვე. რიგით მესამე ფილმი, გადაღება დაიწყო 17 მაისს და მიმდინარეობდა 3 დღეს.

 

სამუშაო სათაური „კარგი გაკვეთილი".

 

ეს არის 14 წლის ბიჭის, გიოს, ერთი დღის ისტორია. ის მიენდობა უცნობ ადამიანს, რომელიც მას ოცნების ასრულებას დაჰპირდება. მთავარ პერსონაჟს საინტერესო და დაბრკოლებებით სავსე თავგადასავალი გადახდება და სწორედ მაშინ, როდესაც საწადელთან ძალიან ახლოსაა, ხდება ყველაზე გაუთვალისწინებელი რამ.

 

რეჟ. გრიგოლ აბაშშიძე
სცენ. ელენე იაშვილი
ოპერატორი: ირაკლი ახალკაცი
მხატვარი: თეო ბარამიძე.

 

 

 

ფილმი მაისის თვეზე - Making Of

 

თიბისი ბანკის კინოპროექტის მეოთხე ფილმის გადაღება - ფილმი IV -- "კაცი, რომელსაც ვუყვარდი".

 

ფილმი ორი მეგობარი გოგონას დიალოგზეა აგებული. ერთ-ერთი მათგანი მეგობარს წინა დღის უცნაურ თავგადასავალს უყვება...მოქმედება მაისის თვეში მიმდინარეობს... სცენარი ანა კორძაია-სამადაშვილის ნოველის მიხედვით შეიქმნა.

 

რეჟისორი ანა ურუშაძე,

სცენარი: მარიამ პერტია,

ოპერატორი: გიორგი შანიძე, 

მხატვარი: შორენა ფსუტური.

 

'Making Of' filmed by Levan Maisuradze

 

 

"თიბისი ბანკი წარმოგიდგენთ" #3

წეროვანის სასულე ორკესტრი

 

2008 წელი. 10-აგვისტო.

 

ბომბების ხმა ისევ ისმოდა, როცა წეროვანში დევნილთა დასახლების შექმნა გადაწყდა. იმავე დღეს, თიბისი ბანკი გამოვიდა ინიციატივით, რომ დასახლებაში ახალგაზრდებისთვის სასულე ორკესტრი შექმნილიყო.

 

ეს ვიდეობლოგი სწორედ ამ ორკესტრისა და მისი წევრების ამბავს გვიყვება.

 

 

 

კშიშტოფ ზანუსის მასტერკლასი თიბისი გალერეაში

 

 

 

კინოპროექტის „20წელი/12თვე“ ფარგლებში,
6 ივნისს, 14:00 საათზე, თიბისი გალერეაში
  ცნობილი პოლონელი რეჟისორი, კშიშტოფ ზანუსი

პროექტში გამარჯვებულ ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს პროფესიულ მასტერკლასს ჩაუტარებს. 

კშიშტოფ ზანუსი საქართველოში სპეციალურად თიბისი ბანკის მოწვევით ჩამოდის.
რეჟისორი  პროექტის  60-ივე მონაწილეს შეხვდება და მათ რეჟისურის ხელოვნებასა და გადაღების მისეულ ტექნიკას გააცნობს.
მასტერკლასი სამი დღის განმავლობაში, 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.   

მამია მალაზონიას გამოფენა თიბისი არტ გალერეაში

19 ივნისს, 18:00 საათზე, თიბისი არტ გალერეაში საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, პროფესორ მამია მალაზონიას პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

 

ექსპოზიციაზე ამჯერად უკვე ნაცნობ ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ, ბოლო წლებში შექმნილი დაზგურ-გრაფიკული ციკლები.


მამია მალაზონიას საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთ რეფორმატორს და წიგნის ილუსტრატორს, რომლის წიგნის მხატვრობა ქართული სახვითი ხელოვნების კლასიკის ფონდშია შესული.

 

გამოფენა გაგრძელდება 19 აგვისტომდე.
გალერეის მუშაობის საათები:
► ორშაბათი-პარასკევი, 12:00-20:00 სთ.◄
მის: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკი, მეორე სართული

 

 

 

ფილმი ივნისის თვეზე - Making Of

20/12 მეხუთე ფილმის გადაღების კადრები: "რიგი" - ასე ჰქვია ანა ციმინტიას ფილმს, რომელიც სოციალურ თემას ეხმაურება და სავსეა სიურეალისტური, კომედიური ფრაგმენტებით.

 

 

ლიტერატურული პრემია "საბა" 10 წლისაა

9 ივლისს, "თიბისი ბანკის" სათავო ოფისში, ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-10 დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. 

 

"საბა" წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. თვალი გადაავლეთ განვლილ წლებს და "საბას" ისტორიას, 2003 წლიდან დღემდე. 

 

 

TBC Status - Black Sea Jazz Festival 2012

დასრულდა Black Sea Jazz Festival 2012, რომელსაც ჩვენი გადამღები ჯგუფი მთელი გულისყურით ადევნებდა თვალს და დღეიდან TBC Artarea TV2.0 წარმოგიდგენთ განვლილი ფესტივალის ყველა საინტერესო დეტალსა თუ მოვლენას. 

 
ექსკლუზიური ინტერვიუები ფესტივალის მონაწილე მეგა-ვარსკვლავებთან, წინასაკონცერტო სამზადისი, შთაბეჭდილებები, საუნდჩეკები და კადრები კონცერტებიდან... ამ ყველაფერს დაწვრილებით იხილავთ აგვსიტოში ტასო ჩხეიძის ვიდეობლოგში ''Endorphin''. 
 
მანამდე კი ნახეთ როგორი ატმოსფერო სუფევდა ბათუმში 17-დან 22 ივლისის განმავლობაში.

 

 

გამოფენა თიბისი გალერეაში

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამართული საქველმოქმედო გამოფენა თიბისი გალერეაში.

 

 

ვერის უბნის მელოდიები

20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თიბისი ბანკი წარმოგიდგენთ ყველასათვის საყვარელი ქართული მიუზიკლის, „ვერის უბნის მელოდიების“, თანამედროვე ვერსიას ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში.

 
გთავაზობთ სპექტაკლის პრემიერამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებულ მასალას.
 
 

"მოგზაური ნოტები" 2012

13 აგვისტოს, თიბისი გალერეამ კამერული მუსიკის ფესტივალ "მოგზაური ნოტების" ფარგლებში გამართულ კონცერტს უმასპინძლა, რომელშიც წეროვანის დევნილთა სკოლის სასულე ორკესტრიც მონაწილეობდა.

 

 

კამერული ორკესტრის კონცერტი თიბისი გალერეაში

14 აგვისტოს თიბისი გალერეაში გაიმართა ქალაქ ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის კონცერტი მსოფლიოში ცნობილი ბრაზილიელი დირიჟორის, ლავარდ სკოუ ლარსენის მონაწილეობით.

 

 

თიბისი ბანკის ახალი სათავო ოფისის შენობის საკონკურსო პროექტების გამოფენა

4 სექტემბერს, თიბისი გალერეაში თიბისი ბანკის ახალი სათავო ოფისის შენობის საკონკურსო პროექტების გამოფენა გაიხსნა.

 

თიბისი ბანკმა ახალი სათავო ოფისის ესკუზურ პროექტზე საერთაშორისო კონკურსი 10 ივნისს გამოაცხადა.
 
გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება აქვს, ნახოს ყველა ის პროექტი, რომელიც მსხვილმა ევროპულმა და ქართულმა არქიტექტურულმა კომპანიებმა წარმოადგინეს.
 
შეგახსენებთ: ბანკის ახალი სათავო ოფისი, ვაკე-საბურთალოს გზაზე (უნივერსიტეტის ქ.2) განთავსდება, რომელიც სულ მალე იქცევა ყველაზე დიდ ბიზნეს-ცენტრად საქართველოში.  ეს შენობა, რომელიც მანამდე ამიერკავკასიის  სამხედრო შტაბს ეკუთვნოდა, თიბისი ბანკმა 6 თვის წინ შეიძინა.
 
არქიტეტურულ კონკურსს ხელმძღვანელობს ცნობილი იტალიელი არქიტექტორი, პიპო ჩორა (Pippo Ciorra). გამარჯვებულ პროექტს ჟიური 12 სექტემბერს, საზეიმო ვითარებაში გამოავლენს.
 
საკონკურსო პროქტების გამოფენა თიბისი გალერეაში 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.
 
 

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი

"თი­ბი­სი ბან­კის" ახა­ლი სა­თა­ვო ოფი­სის შე­ნო­ბის სა­კონ­კურ­სო პრო­ექ­ტებს შო­რის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი უკ­ვე გა­მოვ­ლინ­და.

 

თიბისი ბანკის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში ლიტვურმა კომპანიამ, Audrius Ambrasas Architects გაიმარჯვა. სწორედ ამ კომპანიის მიერ შექმნილი პროექტის შესაბამისად განხორციელდება ბანკის ახალი სათავო ოფისის შენობის რეკონსტრუქცია ვაკე-საბურთალოს გზაზე, უნივერსიტეტის ქ. #2-ში.

 

დაჯილდოვების ცერემონია თიბისი ბანკის მომავალი სათავო ოფისის ეზოში შედგა. აქვე იყო წარმოდგენილი პირველი, მეორე და მესამე ადგილზე გასული პროექტები, რომლებიც სოლიდური ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

 

მეორე ადგილის მფლობელი კონკურსში კომპანია Architects of Invention გახდა, ხოლო მესამე ადგილი კომპანიამ Dmark და გიორგი ხმალაძემ გაინაწილეს. ჟიურის თავმჯდომარის, იტალიელი არქიტექტორის, პიპო ჩორას თქმით, კონკურსში წარმოდგენილი ყველა პროექტი იმდენად საინტერესო იყო, რომ ჟიურიმ მესამე ადგილის გაყოფა არჩია. მეორე ადგილის მფლობელს თიბისი ბანკისგან საჩუქრად 30 000 ლარი გადაეცა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები ათ-ათი ათასი ლარით დაჯილდოვდნენ.

 

 

 

ლისი დეველოპმენტი

კომპანია "ლისი დეველოპმენტი" პრესტიჟული საერთაშორისო უძრავი ქონების კონკურსის (Internatinal Property Awards) 2012-2013 წლის გამარჯვებულად დასახელდა. კომპანია დაჯილდოვდა კატეგორიაში შერეული ტიპის დეველოპმენტი ევროპის რეგიონის მასშტაბით. "ლისი დეველოპმენტი" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო უძრავი ქონების კონკურსის ხსენებულ ნომინაციაში გაიმარჯვა. ოფიციალური დაჯილდოვების ცერემონიალი 2012 წლის 24 სექტემბერს საზეიმო ვითარებაში გაიმართა დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში.

 

 

მამია მალაზონია

20/12 - ფილმი სექტემბრის თვეზე - Making Of

თიბისი ბანკის კინოპროექტი 20/12 - ფილმი სექტემბრის თვეზე - სამუშაო სათაური "საზღვარი", რეჟისორი სანდრო ჯანდიერი.
 

 

გია გუგუშვილი


 

20/12 - "დღე პირველი" - Making Of

თიბისი ბანკის კინოპროექტი 20/12 - ფილმი სამუშაო სათაურით ''დღე პირველი''.

 

რეჟისორი: გიორგი აბაშიშვილი

 

 

ჩემი ფუნიკულიორი

"თიბისი არტ გალერეის" მიერ ორგანიზებული ღონისძიება მთაწმინდის პარკში.

 

"ჩემი ფუნიკულიორი"

"თიბისი არტ გალერეისა" და "მთაწმინდის პარკის" მიერ ორგანიზებული ღონისძიება.

 

"სევილიელი დალაქი"

თიბისი ბანკისა და ბესო კუპრეიშვილის დასის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბავშვებისთვის ჯოაკინო როსინის ოპერა "სევილიელი დალაქი" დაიდგა. 

 

 

20/12 - "აგვისტო" - Making Of

რეჟისორი: ნინო ჟვანია

სცენარისტი: ნიკა მარი, ნინო ჟვანია
ოპერატორი: გიგი სამსონაძე
მხატვარი: შორენა ფსუტური
კომპოზიტორი: ნესტან ბაგრატიონი
 
 

ინტერაქციული ანბანი „საბას" ელექტრონული წიგნების სახლისგან

ინტერაქტიული წიგნების წარმოება „საბას" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაც საქართველოსთვის სრული სიახლეა. ტექნოლოგიების საუკუნის შვილებისთვის, ვისთვისაც ეკრანი ბევრად უფრო ახლობელია, ვიდრე წიგნის ფურცელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის საინტერესო მედიუმში მივაწოდოთ  ხარისხიანი და შინაარსიანი წიგნები მშობლიურ ენაზე.

 
saba.com.ge
 
 

შატო მუხრანი \ Chateau Mukhrani

@ დავით აბრამიშვილის ვიდეობლოგი

 

 

20/12 - "გზაგასაყარი" - Making Of

თიბისი ბანკის კინოპროექტი 20/12 - "გზაგასაყარი" - ფილმი ნოემბრის თვეზე 

 
რეჟისორი: ზურა დემეტრეშვილი
სცენარისტი: ზურა დემეტრეშვილი
ოპერატორი: ირაკლი ახალკაცი
მხატვარი: თეო ბარამიძე
 
 

"20/12"

17 დეკემბერს თიბისი ბანკი 20 წლის ხდება და საკუთარ იუბილეს განსაკუთრებულად აღნიშნავს. სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად, კინოთეატრებში „რუსთაველი“ და „ამირანი“ თიბისი ბანკის საიუბილეო კინოპროექტის ფარგლებში შექმნილი  მხატვრული ფილმის, ''20/12"-ის, პრემიერა გაიმართება.

 

ფილმი 12 თვეზე გადაღებული 12 ნოველისგან შედგება და მასში ახალგაზრდა, დამწყებმა რეჟისორებმა, ოპერატორებმა, მხატვრებმა, სცენარისტებმა და კომპოზიტორებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

ნახეთ როგორი იყო სამუშაო პროცესი და რა გზა განვლო ფილმმა, პროექტის დასაწყისიდან საბოლოო პრემიერამდე.

 

 

 

 

“20 წელი - 12 თვე”

 

“20 წელი - 12 თვე” საიუბილეო პროექტია, რომელიც ემსახურება ქართული კულტურის განვითარებასა და გაძლიერებას. პროექტის საწყისი ნაწილის ფარგლებში შეიქმნა 12 შემოქმედებითი წყვილი, წყვილები დაკომპლექტდა ცნობილი ქართველი მწერლებისა და ფოტოგრაფებისაგან. მათ სამუშაოდ გადაუნაწილდათ 12 თვე და თითოეულმა მათგანმა შექმნა ორიგინალური ნამუშევარი კონკრეტულ თვესთან დაკავშირებით.

 

კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი ამ 12 ნამუშევარს, გაეცანით თანამედროვე ქართველი მწერლების ნოველებს, სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ვებ-საიტი - tbcbank.com.ge/2012 - საშუალებას გაძლევთ ელექტრონული სახით იხილოთ თორმეტივე ნაწარმოები. 

"20/12" - პრემიერა

17 დეკემბერს, კინოთეატრებში „რუსთაველი“ და „ამირანი“, თიბისი ბანკის საიუბილეო კინოპროექტის ფარგლებში შექმნილი მხატვრული ფილმის, ''20/12"-ის, პრემიერა გაიმართა.

 

 

 

მუსიკალური საღამო თიბისი გალერეაში

თიბისი გალერეამ ბანკის საიუბილეო წლის შემაჯამებელ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა. თიბისი ბანკთან ერთად 2012 წელი მუსიკოსებმა ელისო ბოლქვაძემ, დავით ალადაშვილმა და დინი ვირსალაძემ გააცილეს.

 

 

TBC Bank / 20 წლის იუბილე

2012 წლის 17 დეკემბერს თიბისი ბანკს 20 წელი შეუსრულდა და დაბადების დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნა.

 

 

იშტვან საბოს მასტერკლასი თბილისში

მსოფლიო კინოს ცოცხალი კლასიკოსი, ყველა დროის ყველაზე ცნობილი უნგრელი კინორეჟისორი თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი იყო და თიბისი ბანკის კინოპროექტ "20/12''-ის ფარგლებში თიბისი გალერეაში მისი მასტერკლასი ჩატარდა. წარმოგიდგენთ იშტვან საბოს მასტერკლასს სრულად.

 

 

თიბისი ბანკის შენობის იუბილე

მარჯანიშვილის 7 ნომერში მდებარე თიბისი ბანკის სათაო ოფისის შენობა 100 წლისაა. 

 
ნაგებობა 1913 წელსაა აშენებული და არქიტექტურაში მოდერნის სტილის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. მასში თავდაპირველად კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოება იყო განთავსებული. საუკუნოვანი ნაგებობისთვის ძველი იერსახის დაბრუნების მიზნით სარესტავრაციო სამუშაოები თიბისი ბანკმა ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან შეთანხმებით განახორციელა. შენობა თბილისის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს.
 
 

სალომე ჟორდანიას კონცერტი თიბისი გალერეაში

თიბისი გალერეაში ახალგაზრდა მუსიკოსის, სალომე ჟორდანიას კონცერტი გაიმართა. შესრულდა შუმანის, ბეთჰოვენის, ლისტის, სკრიაბინის, შტრაუსისა და სკარლატის ნაწარმოებები.

 
კონცერტი მიეძღვნა თიბისი ბანკის სათავო ოფისის შენობის 100 წლის იუბილეს. კონცერტის პარალელურად, შედგა შენობის ძველი და ახალი ფოტოების გამოფენა და ფილმის ჩვენება.
 
 

„სიტყვა და ბგერა"

რიხარდ ვაგნერის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, თიბისი გალერეაში პიანისტ ელისო ასათიანისა და ვოკალისტ ნუცა ზაქაიძის მონაწილეობით ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო „სიტყვა და ბგერა" გაიმართა. შესრულდა ე.წ. „ახალი რომანტიული სკოლის" უდიდეს წარმომადგენელთა - ჰექტორ ბერლიოზის, ფრანც ლისტისა და თავად რიხარდ ვაგნერის ნაწარმოებები.

 

თიბისი გალერეა / გიორგი ყორღანაშვილი

თიბისი გალერეაში გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი მხატვრების - გია გუგუშვილის, გია ბუღაძის, თორნიკე აბულაძის, ლევან აბრამიშვილის, ლეილა კიკნაძისა და სხვათა ნამუშევრები.

ღონისძიების ორგანიზატორები საზოგადოებას საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისა და ახალგაზრდა მსახიობის გადარჩენაში წვლილის შეტანისკენ მოუწოდებენ.
 

 

TBCinema

TBCinema – ახალი, ყველაზე კომფორტული და მყუდრო კინოდარბაზი კინოთეატრ „რუსთაველში“!

 
თიბისი ბანკის სპონსორობით, კინოთეატრ „რუსთაველში“ გაიხსნა საქართველოში ყველაზე კომფორტული და მყუდრო კინოდარბაზი - TBCinema! 
 
ორიგინალური გარემო, განსხვავე...ბული დიზაინი, განსაკუთრებით კომფორტული სავარძლები, მინი-ბარი, რომელიც სეანსის დროს მოგემსახურებათ და თქვენთვის სასურველი ფილმი - ეს არის ის, რის გამოც უნდა მიხვიდეთ TBCinema -ში და გაიზიაროთ ფილმის ნახვის ახალი შესაძლებლობა თქვენს მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად! 
 
ახალი, განსაკუთრებულად მყუდრო და საინტერესო კინოდარბაზი - TBCinema 46 მაყურებელს იტევს. დარბაზით სარგებლობა 28 მარტიდან ნემისმიერ მსურველს შეეძლება.
 
 

ჩახოს გამოფენა

"თიბისი არტ გალერეაში" ჩახოს - სერგო ჩახოიანცის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. 

 

 

„თენგიზ ამირეჯიბი" - წიგნის პრეზენტაცია

"თიბისი გალერეაში" ქართველი პიანისტის თამარ ლიჩელის წიგნის - „თენგიზ ამირეჯიბი" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გამომცემლობა "უნივერსალისა" და "თიბისი ბანკის " ხელშეწყობით გამოიცა.

 

მუსიკოსმა წიგნი სახელწოდებით "თენგიზ ამირეჯიბი" თავის პედაგოგს, ცნობილ ქართველ პიანისტსა და სახალხო არტისტს თენგიზ ამირეჯიბს მიუძღვნა.

 

პრეზენტაციის პარალელურად, გაიმართა მუსიკალური საღამო, რომელშიც პიანისტ თამარ ლიჩელთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა "საქართველოს სინფონიეტა."

 

 

ზურაბ ქარუმიძე - "ბაში-აჩუკი ანუ მობი-დიკი"

წაიკითხეთ ზურაბ ქარუმიძის ახალი წიგნი - მხოლოდ ელექტრონულად და მხოლოდ "საბას" ელექტრონული წიგნების სახლში!

 
ზურაბ ქარუმიძის "ბაში-აჩუკი, ანუ მობი-დიკი" საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აღწერს.
 
სახელშეცვლილ გმირებში ადვილად ამოიცნობთ სხვადასხვა პოლიტიკოსსა თუ ახალი ამბების გმირებს. გაუმართავი პენიტენციალური სისტემა, ამბოხი, რომელმაც სისტემის ნგრევა გამოიწვია, მობი-დიკი, როგორც სიმბოლო ძალისა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს...
 
http://saba.com.ge/books/details/886
 
 

30 April, 2013 - International Jazz Day @ Tbilisi Event Hall

30 აპრილს ''თბილისი ივენთ ჰოლში'' ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომლის სპონსორი თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება, TBC Status იყო! Artarea TV2.0 გთავაზობთ კონცერტის ჩანაწერს.