Fashion Beat

"Fashion Beat" #1

პირველად ტერმინი Victimes de la mode საფრანგეთის ბურჯუაზიული რევოლუციის პერიოდში ფიქსირდება. ასე უწოდებდნენ ახალგაზრდა გოგოებს, რომლებიც იმ სეზონზე მოდაში შემოსული თხელი შიფონის კაბებით დადიოდნენ ზამთარშიც და ამის გამო იმ წელს პნევმონიის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა.

დღეს ასე უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც ბრმად ემორჩილებიან მოდის ტენდენციებს და ეს “ნორმალურობის” ფარგლებს სცილდება.

“მოდის მსხვერპლებს” ახასითებთ: პლასტიკური ქირურგიით გატაცება, ონიომანია (შოპოგოლიზმი), ანორექსია და ბულემია (გატაცება დიეტებით), ტანორექსია(გატაცება გარუჯვით), ყველაფერი ხელოვნური და უარის თქმა ბუნებრივობაზე, დაბალი თვითშეფასება,  ყურადღების ცენტრში ყოფნის გამძაფრებული სურვილი, პერფექციონიზმი, რეფლექსურობის უქონლობა, კონფორმიზმი. ძირითადი მსხვერპლები: მოზარდები, ქალები 45 წლამდე, მოდის სფეროს და შოუ ბიზნესის წარმომადგენლები, მეგაპოლისების მაცხოვრებლები.

“მოდის მსხვერპლის” ფენომენს ბოლო წლებში კიდევ ერთი F Kids (Fashion Kids - მოდის ბავშვები) დაემატა. F Kids არიან თინეიჯერი ბლოგერები, თინეიჯერი მოდის ექსპერტები, თინეიჯერი მოდის ფოტოგრაფები და ა.შ. რომლებმაც დიდ პოპულარობას ძირითადად ბლოგების საშუალებით მიაღწიეს.

Fashion Beat-ის დღევანდელი ბლოგი სწორედ ამ თემებს ეძღვნება და George JB-ის წარმოგიდგენთ.

 

"Fashion Beat" #2 - Last Day On Earth

"Fashion Beat" #3 - * Tamara's Dreams *

 

Dreamer Girl - Tamara Sulakvelidze

Dream dresses by - Nato Japharidze

Dreams by  - Nata Sophromadze, Maka Kukulava
 
 

"Fashion Beat" #4 - Glycerin Tears

by Nata Sopromadze, Maka Kukulava

 

"Fashion as a whole is a farce, completely. The people behind it are perverted, the styles are created by freaked out people, just natural weirdos..."

 

(Edie Sedgwick "Ciao! Manhattan")

 

გლიცერინი -- უფერო, ბლანტი ჰიდროსკოპიული სითხე, მოტკბო გემოთი. წარმოადგენს სუბსტანციას მალამოების და სხვა სამკურნალო ფორმების დასამზადდებლად. სუფთა სახით გლიცერინს გააჩნია გამაღიზიანებელი ეფექტი, რის გამოც გრიმიორები მას ხშირად ხელოვნური ცრემლების და ტირილის ეფექტის შესაქმნელად იყენებენ.

 

 

"Fashion Beat"-ის მეოთხე გამოშვება 60-იანი წლების ცნობილი მოდელის და ენდი უორჰოლის მუზის, ედი სედგვიკის მონოლოგით არის ინსპირირებული ჯონ პალმერისა და დეივიდ უეიზმანის ფილმიდან "ჩაო! მანჰეტენო". ფილმში ედი სედგვიკი ფაქტობრივად საკუთარ თავს განასახიერებს და ღიად ლაპარაკობს მოდის სისტემაზე, რომელიც მხოლოდ სიყალბესა და ძალადობაზეა დაფუძნებული. ფილმში ჩვენ ვხედავთ ედი სედგვიკს, როგორც ამ სისტემის პროდუქტს და მსხვერპლს, ლამაზ დაავადებულ თოჯინას, რომელიც ანგრევს საკუთარ თავს და ამ ყველაფერში იმ პერიოდის ამერიკული საზოგადოება მოიაზრება.

 

"გლიცერინის ცრემლებში" გოგოები არ ტირიან. მათი ცრემლები ყალბია. ისინი უბრალოდ მოდის მსხვერპლებს განასახიერებენ. თუმცა "Cecin'est pas une pipe".

 

"Fashion Beat" #5

თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი დაახლოებით 150 ოჯახი ცხვრობს. დასახლებას თავისი სკოლა აქვს, რომელსაც "თბილისის ზღვის სკოლა" ჰქვია. სკოლიდან დაბრუნებული ბავშვები საბჭოთა კავშირის დროს აშენებული სანატორიუმის ნანგრევებში თამაშობენ, ხელოვნურ ზღვას გაჰყურებენ და ალბათ იმ სანაპიროზე ოცნებობენ, რომელიც მათ არ უნახავთ.

 

"Fashion Beat" #6 - თამაში

დიზაინერი: ჯაბა დიასამიძე

 

 

"Fashion Beat"#7 - The Purple Jester

Uta bekaia & ideal glass New York


The purple jester

 

video by Nata Sopromadze, Maka Kukulava

 

Director of Photography: Levan Maisuradze, Goga Gogelashvili

 

Director of Editing: Saba Shengelia

 

Cast:

Tamuna Karumidze as Purple Jester

Nino Kupatadze as Ghost Queen

Anna Chiradze as Pop-corn Queen

Ketato mepe just the Queen

Giorgi, Lado Gachechiladze as Dobrev Twins

Maka Kukulava as Jumping Princess

Levan Maisuradze as jumping prince

chipo as a duck