"ხახვის ცრემლები" რეჟისორ ლევან ღლონტის დოკუმენტური ფილმია, რომელიც მან გადაიღო გერმანიაში, ქალაქ ლიუბეკში, 2000 წელს.
თავიდან ფილმის გადაღება არ ჰქონდა ჩაფიქრებული, ლევან ღლონტი მეგობარს, რევაზ კიკნაძეს დაჰყვებოდა სამოყვარულო კამერით და უბრალოდ აფიქსირებდა მის იქაურ ცხოვრებას. თუმცა შემდეგ მასალა იმდენად საინტერესო გამოვიდა, რომ ფილმის შექმნის იდეაც გაჩნდა.
"ხახვის ცრემლები" ემიგრაციაში მყოფი ქართველი მუსიკოსის იმდროინდელი ცხოვრების პერიოდს ასახავს.
ფილმის ნახვის შემდეგ ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რა შეიცვალა დღეს და როგორ განვითარდა მოვლენები მთავარი გმირის ცხოვრებაში... რევაზ კიკნაძე რამდენიმე წელია დაბრუნდა გერმანიიდან და 2011 წელს ის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად აირჩიეს.