.jpg)
მეგონა, ამ ორ ფილმზე არ დავწერდი, რადგან არ მომეწონა… მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ორივეს მაყურებლის დიდი მოწონება ხვდა წილად და თანაც ჟურნალი “სქრინის” კრიტიკოსების შეფასება, ყველაზე მეტი “ვარსკვლავიც”, მათი იყო, თავს ვალდებულად ვთვლი გაგიზიაროთ…
მოგეხსენებათ, ჩემი აზრი აქ არაფერს წყვეტს კანის კინოფესტივალზე ყოველ წელს იჩაგრებიან ჩემი ფავორიტები: 2010-ში შეუმჩნევლად დატოვა ჟიურიმ მაიკ ლის “მომდევნო წელიწადი”; 2011-ში კი აკი კაურისმიაკის “ჰავრი” არ შეიმჩნია. ამიტომაც ვშიშობ, ჟაკ ოდიარის “Rust and Bone” და ჯონ ჰილკოტის “Lawless”, რომელსაც პირადად როგორც “განუკითხაობას” ისე ვთარგმნიდი, საპატიო ჯილდოებით გაისტუმრებს წლევანდელი ჟიური. თუმცა პროგნოზირება რთულია, არსებობს მხოლოდ გამოცდილება.

არა, ამ ფილმში არ არის ლესბოსელების სექსი!
ნორმალური ადამიანები ასეთ ფილმებს ძილის წინ არ უნდა უყურებდნენ! ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ კინოკრიტიკოსის პროფესია ნორმალურების ხვედრი არ არის!
ზოგჯერ მგონია, რომ ეს ბრწყინვალე კინოფესტივალი თავადაც პროვოცირებს, - მძლავრი კონდინციონერებით, გულის გასაჩერებლად მაგარი ყავით და უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებით! :)
მოკლედ, კანის კინოფესტივალი პროფესიონალების ფესტივალია და ემოციებს აქ მხოლოდ ჰედლაინებისთვის იყენებენ.
ასე და ამგვარად, ძილის წინ ვნახეთ რუმინელი რეჟისორის ქრისტიან მუნგის “გორაკებს მიღმა” (Christian Mungiu, Beyond the Hills).

კრუიზებზე მდებარე აფთიაქებში, ერთი და იმავე სიმპტომით დღეში დაახლოებით 50 ადამიანი შედის - რინიტი, ანგინა, გაშეშებული კისერი და დამსკდარი ტუჩები.
“ათი წელია აქ ვმუშაობ, ყოველ წელს ერთი და იგივეა, - ეს კონდიციონერების ბრალია”, - მეუბნება თეთრთმიანი სიმპატიური ქალბატონი, რომელიც მიუხედავად ჩემდამი სიმპატიისა და სოლიდარობისა, ვერ ეწინააღმდეგება კანონს და რეცეპტის გარეშე არაფრით არ მაძლევს რინიტისგან დახშული ცხვირის ძლიერ გამხსნელს.
ჩვენ ერთმანეთს ღიმილით და ნატურალური ევკალიპტის წამლით ვშორდებით. მოკლედ, ასეა ყოველ წელს, მაგრამ ყველა პოულობს ძალას მოერიოს თავს და მუშაობა განაგრძოს. ჩემ შემთხვევაშიც ასეა. დილის 8 საათი და 30 წუთია, იტალიელი მატეო გარონეს (Matteo Garrone) “რეალობა” (Reality) (ფაბულადან გამომდინარე სათაურად შესაძლოა “რეალითი” დავტოვოთ) გადის ლუმიერების კინოთეატრის ეკრანზე.